Friday, June 15, 2012

პიკასა

https://picasaweb.google.com/111118318450125050646/AmxyDJ#slideshow/5754041805108880802

შარპეი

შარპეი - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.

შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, ძვ. წ. 206 და ახ.წ. 220 წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლ.2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარპეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა.

შარპეისთან ყოფნა სახალისოა – ყოველთვის კარგად იქცევა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

შარპეის ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა,რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.

შარპეის ლეკვები თვითონვე სწავლობენ, რომ სახლში მოსაქმება არ შეიძლება. ზომა – 45-51 სმ სიმაღლის.

Thursday, June 14, 2012

ვიდოები ძაღლებზე

ნაგაზი

აგაზი — მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი „თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია[1].
ნაგაზის (ზოგჯერ ზოგადად ძაღლის) გავრცელებული სინონიმებია „ცუგა“, „ცუგო“ და (თუშური) „ტუგა“, „ტუგო“. უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან“, უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი“ თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის“ ნაცვლად.
ნაგაზი ენდემური, აბორიგენული კავკასიური მეცხვარული ანუ „მთის“ ძაღლის ქართული ქვეჯიშის კერძო სახელია (სომხური ქვეჯიშის კერძო სახელია „გამპრ“, აღმოსავლეთ-თურქულისა „ყარაბაშ“). ქართველი მეცხვარეები გამორჩეულ
ნაგაზებს, რომლებიც გამოცდილი არიან მგელთან შებრძოლებაში „მახრჩობელებსაც“ უწოდებენ. ნაგაზი ფართო გამოყენების ჯიშია და იგი გამოიყენებოდა როგორც მეცხვარული (ცხვრის), აგრეთვე - მოდარაჯე და საბრძოლო მიზნებისათვის. ზოგჯერ შეცდომით ნაგაზს „ქართულ ნაგაზს“ უწოდებენ (სხვა ნაგაზი ქართულის გარდა არ არსებობს), ხოლო - გერმანულ მეცხვარულ ძაღლს კი ასევე შეცდომით უწოდებენ „გერმანულ ნაგაზს“ (ანუ „ნაგაზით“ ცვლიან „მეცხვარულ ძაღლს“).
ნაგაზი ზოგადად განეკუთვნება „მოლოსების“ ანუ „ალპიური მეცხვარული ძაღლების“ დიდ ოჯახს და არსებითი მოსაზრებით იგი გავრცელდა მეცხვარეობის გავრცელებასთან ერთად - როგორც დარგის აუცილებელი და განუყოფელი უზრუნველმყოფი ატრიბუტი. ევროპის მთელს მთიანეთში დაწყებული ესპანეთიდან და ბასკეთიდან და დასრულებული კავკასიით ყველგან გვხვდება ძალზე მსგავსი, ფრიად მონათესავე მეცხვარული ძაღლები. შედარებით უფრო განსხვავებული ქვეჯიში ვრცელდება აღმოსავლეთი კასპიისპირეთის მთიანეთებიდან ინდოჩინეთის მთიანეთების ჩათვლით.
განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის“ ტიპისა - რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ - იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარე
ბისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად - რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მგლის ხროვა ფარაზე თავდასხმისას კლავს ბევრად მეტ ცხვარს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება (საშუალოდ ერთი მგელი ერთ თავდასხმაზე ელვის სისწრაფით ყელს ღადრავს 5-12 ცხვარს). აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტიათ. ავესტაში წერია: „არ იდგებოდნენ მტკიცედ ჩვენი სახლები თუ ძაღლი არ გვეყოლებოდა - რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებსა და ბინას იცავს“. აგრეთვე ავესტის მიხედვით მეცხვარული ძაღლის მკვლელი ადამიანი ისჯებოდა მათრახის 900 დაკვრით - რაც მიუთითებს ძაღლის განსაკუთრებულ სამეურნეო ფასეულობაზე მეცხვარულ სოციუმში. ქართველი ეთნოგრაფის პროფ. სერგი მაკალათიას ცნობით მთაში ნაგაზის ტიპიური საკვები იყო საკლავის მოხარშული (აუცილებლად) ქვეპროდუქტები (უმეტესწილად შიგანი და ძვლები) ან დოში მოხარშული „იფქალი“ (მოხალული უხეში ფქვილი და ქატო). ზაფხულობით ნაგაზები ინტენსიურად იკვებებიან აგრეთვე მღრღნელებითა და კალიებით (ფრიად კალორიული საკვებია).

ნაგაზი საქართველოში [რედაქტირება]

ნაგაზების ტრადიციული მეჯიშეები განსაკუთრ
ებით არიან თუშები, რომელთა არსებობა მთლიანად მეცხვარეობას ეფუძნება. თუშები ტრადიციულად თავის ცხვართან ერთად მომთაბარეობდნენ საქართველოს მრავალ რეგიონსა (ელდარის იალაღები) და ჩრდილო კავკასიაში (ყიზლარის იალაღები) და ყველგან ავრცელებდნენ ნაგაზებს. მეორე მსოფლიო ომისშემდგომ საქართველოში ნაგაზის ჯიშის აღდგენაზე ზრუნვა კერძო ენთუზიასტებმა დაიწყეს 70-იანი წლებიდან, როდესაც „ფაუნის მოყვარულთა კლუბმა“ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოაწყო ექსპედიცია საქართველოს რაიონებში ჯიშის მდგომარეობის შესასწავლად და ჩაატარდა ფოტოგადაღებები და აზომვები. მოეწყო აგრეთვე საგანგებო ტელეგადაცემები და დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები - რომელთა მიზანი იყო ნაგაზის ჯიშის პოპულარიზება, გადარჩენა და გაუმჯობესება. ამავე პერიოდში გამოფენებზე გამოჩნდნენ პირველი აბორიგენული ნაგაზები და რუსეთიდან ჩამოჯიშებული კავკასიური მეცხვარული ძაღლები. 1970-იანი წლების თბილისის ჩემპიონებს შორის იყვნენ ხვადი „ზორბა“ და ძუკნები „ციბა“ და „ჩუკა“.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაგაზის ჯიშის აღდგენა-გაუმჯობესებაზე მუშაობა განახლდა. სამწუხაროდ, ჯიშთსანაშენეებში უპირატესად იყენებენ რუსეთიდან იმპორტირებულ კავკასიურ მეცხვარულ ძაღლებს და კვლავ ნაკლები ყურადღება ექცევა აბორიგენული გენური წყაროების გამოყენებას.
დიდი წარმატება ხვდა წილად კავკასიური მეცხვარული ძაღლების აჭარის ჯიშთსანაშენეს - რომლის ნაგაზი „ბასმაჩი“ (ა.აბაშიძე) მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ აჭარა
ში რევოლუციის შემდგომ ეს ჯიშთსანაშენე დაიშალა და ძაღლების უმეტესობა კვლავ რუსეთში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონი ამავე პერიოდში გახდა კავკასიური მეცხვარული ძაღლი „სიმბა“ (მ.ჭკუასელი) წოდორეთიდან. ნაგაზების საქართველოში ჯიშთსანაშენე საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოიაზრება ყურადღების კონცენტრირება აბორიგენულ, ხალასი სისხლის, საკმაოდ იშვიათ თეთრ ნაგაზებზე - რომლებზე მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნილება თანდათანობით არსებითი ხდება (რამდენადაც კავკასიური მეცხვარული ძაღლის მოშენებაში რუსული და ევრო-ამერიკული ჯიშთსანაშენეებისათვის კონკურენცია შეუძლებელია). აგრეთვე საშურია 2-3 სპეციალიზებული ქართველი კინოლოგისა და მსოფლიო რანგის მსაჯის არსებობა.

ჩაუ-ჩაუ

წარმომავლობა. ჩაუ-ჩაუ ჩინეთში ცნობილია უკვე 2 ათასი წლის მანძილზე. მსგავს ძაღლებს სამხედრო მიზნებისათვის, სანადიროდ, გამწევი ძალისა და დარაჯის სახით იყენებდნენ. ზოგჯერ მას საკვებადაც იყენებდნენ (“ჩაუ” ნიშნავს “საკვებს”), ხოლო ჩაუ-ჩაუს ბეწვისაგან ამზადებდნენ ტანსაცმელს. ევროპაში ეს ჯიში პირველად 1865 წელს გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთი წარმომადგენელი დედოფალ ვიქტორიას აჩუქეს. 1887 წლიდან დიდ ბრიტანეთში სელექციონერებმა ჯიშთან მუშაობა დაიწყეს მეტად გულღია ჩაუ-ჩაუს გამოყვანის მიზნით. 1894 წელს მეძაღლეობის კლუბმა დაარეგისტრირა ჩაუ-ჩაუს ჯიში. ამჟამად, ჩაუ-ჩაუ ითვლება რჩეულ სახლის ძაღლად.ჯიშის დახასიათება. ჩაუ-ჩაუ ძლიერი, მამაცი, დამოუკიდებელი და მშვიდი ძაღლია. იშვიათად იღებს ხმას და არ გამოირჩევა აქტიურობით. მას ძალიან უყვარდება პატრონი, მაგრამ თავს საკმაოდ განდევნილად იჭერს, არ ავლენს ემოციებს. უცხო ადამიანების მიმართ არაკეთილგანწყობილია – შეიძლება იყოს სახლის საკმაოდ კარგი დარაჯი. აგრესიულია სხვა ჯიშის ძაღლების მიმართ. საჭიროებს დაჟინებულ, მაგრამ მშვიდ წვრთნას. ჩაუ-ჩაუ მონადირული ძაღლია, ასევე გამოიყენება მსუბუქი ტვირთების გადასაზიდად.
აღწერა. ჩაუ-ჩაუს თავი დიდია, თავის ქალა – ბრტყელი, ფართო. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია სუსტად. დრუნჩი ფართოა, ცხვირის ბიბილო – დიდი, მისი ფერი შეესაბამება ძაღლის შეფერილობას. ენა, სასა და ტუჩები შავ-ლურჯი ფერისაა. თვალები საკმაოდ პატარაა, ნუშისებრი ფორმის, მუქი. ცისფერი და ღია ყავისფერი შეფერილობის ძაღლებს შესაძლოა გააჩნდეთ ტონის შესაბამისი ფერის თვალები. ამ ჯიშის ყურები პატარაა, სქელი, ფართოდ დასმული, დაკიდებული, დახრილია ოდნავ წინ, რითაც დრუნჩს ანიჭებენ “ბრაზიან” გამომეტყველებას. კორპუსი პროპორციული აგებულობისაა, კისერი – ძლიერი, მასიური, მკერდი – ფართო, ზურგი – მოკლე, ჰორიზონტალური, ძლიერი, წელი – ღონიერი, კიდურები – კუნთოვანი, ძლიერი ჩონჩხით. მუხლის სახსრები გასწორებულია, რაც უზრუნველყოფს დამახასიათებელ არაბუნებრივ სვლას. ჩაუ-ჩაუს თათები პატარა და მრგვალი ფორმისაა, კუდი – მაღლა დასმული, გადაკიდულია ზურგს უკან და მჭიდროდ დევს მასზე რგოლში შემოხვეული. გრძელბეწვიანი ტიპი: ბეწვი ძალიან უხვი, ხშირი, სწორი, უხეში და ამოწეულია. კისერის მხარეში – განსაკუთრებით ხშირია, წარმოქმნის ფაფარს ან საყელოს, თეძოების ზურგის ნაწილში – ნიფხავს. ჩაუ-ჩაუს ქინქლი რბილი და ფუმფულაა. მოკლებეწვიანი ტიპი: ბეწვი უხვი, ხშირი, სწორი და მოკლეა. შეფერილობა: ერთტონიანი – შავი, წითელ-წითური, ნაცრისფერ-ცისფერი, მოყვითალო-ყავისფერი (ირმისფერი), კრემისფერი ან თეთრი. დაუშვებელია ლაქებიანი ან ფერადი შეფერილობა. კუდის ქვედა ნაწილი ხშირად ტონის მიხედვით უფრო ღიაა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 48-56 სმ, ძუ – 46-51 სმ. წონა: ხვადი – 20-25 კგ, ძუ – 18-20 კგ.

ლაბრადორი

-+


ის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.

ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.

ძაღლი

ძაღლი (Canis) — ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 50-160 სმ, კუდისა — 20-50 სმ, მასა 6-80 კგ აღწევს. აქვთ რამდენადმე წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, მსხვილი და მძლავრი ეშვები. იკვებებიან ცხოველებით, ზოგი ჭამს მძორს, ბოსტნეულს, ხილს, ყურძენს და სხვ. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-19 უსუსურ ლეკვს. გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისა, ახალი ზელანდიისა,მადაგასკარისა, ლულავესისა და სხვა ოკეანური კუნძულისა. გვარში ცხრა სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვახდება 2 (მგელი და ტურა). ძაღლის გვარს მიეკუთვნება შინაური ძაღლი (C. familiaris), რომლის წინაპარია მგელი.