აღწერა. ჩაუ-ჩაუს თავი დიდია, თავის ქალა – ბრტყე
ლი, ფართო. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია სუსტად. დრუნჩი ფართოა, ცხვირის ბიბილო – დიდი, მისი ფერი შეესაბამება ძაღლის შეფერილობას. ენა, სასა და ტუჩები შავ-ლურჯი ფერისაა. თვალები საკმაოდ პატარაა, ნუშისებრი ფორმის, მუქი. ცისფერი და ღია ყავისფერი შეფერილობის ძაღლებს შესაძლოა გააჩნდეთ ტონის შესაბამისი ფერის თვალები. ამ ჯიშის ყურები პატარაა, სქელი, ფართოდ დასმული, დაკიდებული, დახრილია ოდნავ წინ, რითაც დრუნჩს ანიჭებენ “ბრაზიან” გამომეტყველებას. კორპუსი პროპორციული აგებულობისაა, კისერი – ძლიერი, მასიური, მკერდი – ფართო, ზურგი – მოკლე, ჰორიზონტალური, ძლიერი, წელი – ღონიერი, კიდურები – კუნთოვანი, ძლიერი ჩონჩხით. მუხლის სახსრები გასწორებულია, რაც უზრუნველყოფს დამახასიათებელ არაბუნებრივ სვლას. ჩაუ-ჩაუს თათები პატარა და მრგვალი ფორმისაა, კუდი – მაღლა დასმული, გადაკიდულია ზურგს უკან და მჭიდროდ დევს მასზე რგოლში შემოხვეული. გრძელბეწვიანი ტიპი: ბეწვი ძალიან უხვი, ხშირი, სწორი, უხეში და ამოწეულია. კისერის მხარეში – განსაკუთრებით ხშირია, წარმოქმნის ფაფარს ან საყელოს, თეძოების ზურგის ნაწილში – ნიფხავს. ჩაუ-ჩაუს ქინქლი რბილი და ფუმფულაა. მოკლებეწვიანი ტიპი: ბეწვი უხვი, ხშირი, სწორი და მოკლეა. შეფერილობა: ერთტონიანი – შავი, წითელ-წითური, ნაცრისფერ-ცისფერი, მოყვითალო-ყავისფერი (ირმისფერი), კრემისფერი ან თეთრი. დაუშვებელია ლაქებიანი ან ფერადი შეფერილობა. კუდის ქვედა ნაწილი ხშირად ტონის მიხედვით უფრო ღიაა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 48-56 სმ, ძუ – 46-51 სმ. წონა: ხვადი – 20-25 კგ, ძუ – 18-20 კგ.


No comments:
Post a Comment